ევგენი პრიგოჟინი

პრიგოჟინმა პირველად აღიარა, რომ ე.წ. "ტროლების ფერმა" შექმნა

ევგენი პრიგოჟინი

რუსმა ოლიგარქმა და კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა პირველად აღიარა, რომ მან "ინტერნეტის კვლევის სააგენტო", ე.წ. "ტროლების ფერმა" შექმნა, რა გზითაც იგი აშშ-ს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერია

"მე არასდროს ვყოფილვარ უბრალოდ ინტერნეტის კვლევის სააგენტოს დამფუძნებელი - ის მე მოვიფიქრე, მე შევქმენი და დიდი ხნის მანძილზე თავად ვმართავდი. ის რუსული საინფორმაციო სივრცის დასავლეთის თავხედური, აგრესიული პროპაგანდისგან დასაცავად შეიქმნა". - ამბობს პრიგოჟინი.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა პრიგოჟინს სანქციები პირველად 2018 წელს ინტერნეტის კვლევის სააგენტოსთან კავშირების გამო დაუწესა და ის ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ შეთქმულებაში დაადანაშაულა. 

სპეციალური გამომძიებლის რობერტ მიულერის მოხსენებაში 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის როლზე წერია, რომ ინტერნეტის კვლევის სააგენტო ამერიკის შეერთებულ შტატებში საზოგადოების პოლარიზებას "ინფორმაციული ომის" გზით ცდილობდა.

კომენტარები