ნაციონალური მოძრაობა

ხაბეიშვილი: გაჭირვება, რომელიც გაწუხებთ, პირდაპირ კავშირშია სააკაშვილის სიცოცხლესთან

ჩემო ძვირფასებო, გაჭირვება, რომელიც გაწუხებთ, სამსახურებში რომ 300-500 ლარად მუშაობთ, დიახ, ეს პირდაპირ კავშირშია პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლესთან, დიახ, პირდაპირ კავშირშია ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალთან. დიახ, თუ პრეზიდენტს მოკლავენ, ჩვენ ევროკავშირში არავინ მიგვიღებს. ევროკავშირი ნიშნავს პენსიონერის ნორმალურ სიბერეს, იმას, რომ ევროკავშირის ქვეყნებში 800 ევროა მინიმალური პენსია. სამუშაო ადგილებზე, სადაც თქვენ 500-600 ლარად მუშაობთ, ევროკავშირის ქვეყნებში გარბიხართ და თქვენი ოჯახის წვერები გარბიან, აქ იმუშავებთ, აქ იქნება ეკონომიკური დოვლათი და აქ გექნებათ შემოსავალი, მინიმუმ, 1 000 ევრო. საუბარია, რომ მინიმალური ხელფასი ჩვენ ქვეყანაში უნდა იყოს 3 000-4 000 ლარი და არა ის გროშები, რაზეც გამუშავებენ კერძო სექტორშიც და, მათ შორის, საჯარო სამსახურებშიც.

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა. 

კომენტარები