უკრაინა-იტალია

უკრაინის საგარეო: ბერლუსკონის განცხადება პუტინის სისხლიანი ხელების კოცნის მცდელობაა

mfa.gov.ua

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა იტალიის ექსპრემიერ სილვიო ბერლუსკონის, რომელმაც უკრაინის პრეზიდენტი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მისი პრემიერობის შემთხვევაში ვოლოდიმირ ზელენსკის არ შეხვდებოდა, რადგან უკრაინაში მიმდინარე ომს, სწორედ მას აბრალებს. 

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ოლეგ ნიკოლენკომ FACEBOOK-ზე დაწერა, რომ ბერლუსკონი "რუსეთის დიქტატორისადმი ლოიალობის დემონსტრირებას ცდილობს". 

ნიკოლენკომ ლიბიაში, უკრაინის საელჩოში მუშაობის პერიოდიც გაიხსენა, როცა იტალიის პრემიერი ბერლუსკონი იყო და ლიბიის ლიდერს, მუამარ კადაფის ხელებზე კოცნიდა. 

"ბერლუსკონის უაზრო ბრალდებები უკრაინის პრეზიდენტის მიმართ არის პუტინის ხელების კოცნის მცდელობა, რომლებიც იდაყვებამდე სისხლშია. ეს არის რუსეთის დიქტატორისადმი ლოიალობის დემონსტრირების მცდელობები. ამავდროულად, იტალიელმა პოლიტიკოსმა უნდა იცოდეს, რომ რუსული პროპაგანდის გავრცელებით ის მოუწოდებს რუსეთს გააგრძელოს დანაშაული უკრაინის წინააღმდეგ. 

ამავდროულად, ჩვენ ძალიან ვაფასებთ იტალიის პრემიერმინისტრის ჯორჯია მელონის სწრაფ რეაქციას, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა იტალიის მთავრობის ურყევი მხარდაჭერა უკრაინისადმი ბერლუსკონის მიუღებელი განცხადებების შემდეგ".- აღნიშნავს დიპლომატი. 

 

კომენტარები