რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთი: ზაპოროჟიეში თავდაცვითი სიმაგრეების შენარჩუნება რუსეთისთვის მნიშვნელოვანია

უკრაინსკაია პრავდა 

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის შეფასებით, დონბასზე ამჟამინდელი აქცენტის მიუხედავად, ზაპოროჟიეს ოლქში თავდაცვითი სიმაგრეების შენარჩუნება რუსებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია.

როგორც ბრიტანეთის დაზვერვა წერს, ღია წყაროებზე დაყრდნობით, 2023 წლის 7 თებერვლის მდგომარეობით, რუსეთმა, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გააძლიერა თავდაცვითი სიმაგრეები ცენტრალურ ზაპოროჟიეს ოლქში, სამხრეთ უკრაინაში, განსაკუთრებით ქალაქ ტარასივკას მახლობლად.

"მიუხედავად ამჟამინდელი ოპერაციული აქცენტისა ცენტრალურ დონბასზე, რუსეთი კვლავ შეშფოთებულია გაფართოებული ფრონტის ხაზის განაპირა ტერიტორიების დაცვით". – წერია ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ანგარიშში. 

უწყების შეფასებით, ამის დემონსტრირება ზაპოროჟიესა და ლუგანსკის ოლქებში თავდაცვითი სიმაგრეების მშენებლობით და პერსონალის განლაგებით ხდება. მათივე ინფორმაციით, რუსეთის ფრონტის ხაზი უკრაინაში დაახლოებით 1288 კმ-ს შეადგენს, ხოლო რუსეთის მიერ ოკუპირებული ზაპოროჟიეს ოლქის ფრონტის ხაზი - 192 კმ-ს.

"უკრაინის ძირითადი მიღწევა ზაპოროჟიეში სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის რუსეთის "სახმელეთო ხიდის" სიცოცხლისუნარიანობას, რომელიც აკავშირებს როსტოვის ოლქსა და ყირიმს. უკრაინის წარმატება ლუგანსკში კიდევ უფრო მეტად ძირს გამოუთხრის რუსეთის მიერ გამოცხადებულ ომის მიზანს - დონბასის "გათავისუფლებას". – ვკითხულობთ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ანგარიშში. 

კომენტარები