ჩვენი მთავრობის მუშაობის შედეგად, შარშან გვქონდა უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა - 10.1%, მაშინ, როცა მთელ მსოფლიოში არის რეცესია, გაურკვევლობა, არაპროგნოზირებადობა. ჩვენ ამ გამოწვევის მიუხედავად, ჩვენმა ხელისუფლებამ, მთავრობამ, ყველამ ერთად, მთელმა გუნდმა, მოვახერხეთ ყველაზე დიდი განსაცდელის არიდება ჩვენი ქვეყნისთვის - ეს არის ომი. ეს არის ის მცდელობა, რომელიც, სამწუხაროდ, არ ჩერდება, რომ რაიმენაირად გადმოსულიყო ეს კონფლიქტი ჩვენს ქვეყანაში. ამის თაობაზე ჩვენ პირდაპირ მოვისმინეთ განცხადება უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებისგან - რომ მათი მიზანი იყო მეორე ფრონტის გახსნა. ამ მიზანს ემსახურებოდა ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის შემოგზავნა საქართველოში და ძალიან ბევრი პროვოკაცია, რომელიც, სამწუხაროდ, მათ მიერ არ წყდება.
tbl.ge/69nv
დაკოპირდა

ამბობს საქართველოს პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი.
ამავე თემაზე
- კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი




