რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შვედეთი უკრაინას 400 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას გადასცემს

შვედეთი უკრაინას 400 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას გადასცემს. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის პარლამენტმა მიიღო.

შვედეთის პარლამენტმა დაამტკიცა მთავრობის ინიციატივა, რომელიც ბიუჯეტში დამატებითი ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბიუჯეტში ცვლილებების შედეგად, უკრაინას 4.3 მილიარდი შვედური კრონის (407 მილიონი დოლარი) ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი გადაეცემა, რომელიც ტანკსაწინააღმდეგო იარაღს, გამნაღმველ აღჭურვილობას და საბრძოლო მანქანებს მოიცავს.

საბიუჯეტო ცვლილებები ძალაში 13 თებერვალს შევა.

კომენტარები