არაფორმალურ მმართველობას არჩევნების გაუქმება მოსდევს ხოლმე ქვეყანაშიც და პარტიაშიც. დღევანდელმა ყრილობამ აჩვენა, რომ " ნაციონალურმა მოძრაობამ" თავმჯდომარის ფორსირებული არჩევნებით გადადგა ნაბიჯი ცვლილებისთვის და ჩააბიჯა არასასიამოვნო რამეში. პოლიტსაბჭოს შეცვლა არ ყოფილა ყრილობის დღის წესრიგში. არც პოლიტსაბჭოს არჩევნების გაუქმება. სამწუხაროდ ჩემი მოლოდინი გამართლდა. " ნაციონალურ მოძრაობაში" მოძალებულმა გარე და შიდა ბოლშევიზმმა შიდაპარტიული პატარა დიქტატურა მოინდომა? სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.
tbl.ge/69ez
დაკოპირდა

წერს ნაციონალური მოძრაობის წევრი ეკა წამალაშვილი სოციალურ ქსელში. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რიგით მე-10 ყრილობა გაიმართა, სადაც პარტიის ახალი თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი უკვე ოფიციალურად აირჩიეს. პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია ნაციონალური მოძრაობის ახალი პოლიტსაბჭოს სიაში არ შეიყვანეს.
ამავე თემაზე
- თუ თავმჯდომარე გავხდები, ალიანსიდან გამოსვლის საკითხს დავაყენებ - ჟორჟოლიანი
- "არც დავადასტურებ და არც უარვყოფ" – წითლიძე ენმ-ს თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობაზე
- ბოკუჩავა: გულდასაწყვეტია, როცა ერთ დღეს ნდობის მანდატს იღებ, შემდეგ კრიტიკანარევ პოსტებს
- წითლიძე: არასწორი გადაწყვეტილებები გაგრძელდება, სანამ ენმ-ში დემოკრატია არ დამყარდება
- სააკაშვილი ენმ-ზე: მე მაქვს პრეტენზია ამ პარტიის ლიდერობაზე




