ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ცისკარიშვილი ენმ-ის გენერალური მდივანი გახდა, ბეჟაშვილი პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა გაიმართა, სადაც პარტიის ახალი თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი უკვე ოფიციალურად აირჩიეს. ყრილობაზე ასევე აირჩიეს გენერალური მდივანი, ის კვლავ პეტრე ცისკარიშვილი გახდა. კობა ნაყოფია კი ლევან ბეჟაშვილმა შეცვალა. 

ყრილობაზე დამტკიცდა პოლიტსაბჭოს შემადგენლობაც. ასევე, ახალი შიდაპარტიული წესდებით, პარტიის და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს 4 წლის ნაცვლად 2 წლის ვადით აირჩევენ. 

"დღეიდან ვიწყებთ სუფთა ფურცლიდან და ვაღიარებთ მხოლოდ ერთ მტერს, რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს".- თქვა ხაბეიშვილმა ყრილობაზე. 

პარტიაში არჩევნები 28-29 იანვარს, ბლოკჩეინის სისტემით ჩატარდება. ერთიან ნაციონალურ მოძრაობას თავმჯდომარეობის ოთხი კანდიდატი ჰყავდა – მოქმედი თავმჯდომარე, ნიკა მელია, პარტიის წევრი ლევან ხაბეიშვილი, აქტივისტი გიორგი მუმლაძე და ყოფილი წევრი, ნონა მამულაშვილი. თავდაპირველად, კენჭისყრაში მონაწილეობას აპირებდა ენმ-ს წევრი გიორგი ჩალაძეც, თუმცა ხაბეიშვილის მიერ კანდიდატურის დაყენების შემდეგ მან კანდიდატურა მოხსნა

მას შემდეგ რაც არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა, კობა ნაყოფიამ, გიორგი პატარაიამ, აკო მინაშვილმა და ბაჩო დოლიძემ პარტიული თანამდებობები დატოვეს. ასევე, ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტი დატოვა გიორგი კირთაძემ. 

კომენტარები