რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კანადამ Leopard 2-ის ტანკები უკრაინაში უკვე გაგზავნა – კანადის თავდაცვის მინისტრი

კანადის თავდაცვის მინისტრის, ანიტა ანანდის თქმით, Leopard 2-ის ტიპის საბრძოლო ტანკები კანადამ უკრაინაში უკვე გაგზავნა.

"კანადა უკრაინელი ხალხის გვერდით დგას და ჩვენ უკრაინის შეიარაღებული ძალების იმ აღჭურვილობით მომარაგებას გავაგრძელებთ, რომელიც მათ გამარჯვებისთვის სჭირდებათ". - წერს ანანდი.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, კიევი 12 მოკავშირისგან დახმარების პირველი ტალღით 120-დან 140-მდე ტანკს ელოდება.

დასავლეთის ქვეყნებმა პირობა დადეს, რომ უკრაინას თანამედროვე წარმოების საბრძოლო ტანკებს გადასცემენ მას შემდეგ, რაც გერმანია უკრაინისთვის Leopard-2-ის ტანკების მიწოდებას დათანხმდა, ხოლო ბაიდენმა მიმართვისას აღნიშნა, რომ კიევი აშშ-სგან Abrams-ის ტიპის ტანკებს მიიღებს. 

გარდა ამისა, პოლონეთმა და ფინეთმა უკვე საჯაროდ განაცხადეს, რომ უკრაინას თავიანთ Leopard-2-ის ტანკებს მიაწვდიან. ესპანეთმა, ნიდერლანდებმა და დანიამ კი გერმანული წარმოების ტანკების გადაცემაზე მზაობა გამოთქვეს. 

კომენტარები