რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პესკოვი უკრაინისთვის GLSDB-ების გადაცემაზე: პუტინის გუშინდელი განცხადება არ დაგავიწყდეთ

კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი გამოეხმაურა აშშ-ს მიერ უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების გამოყოფას, რაც 150 კმ. რადიუსის მქონე ხმელეთიდან გასაშვებ მცირე დიამეტრის ბომბებსაც, ანუ GLSDB-ებს მოიცავს.

"მნიშვნელოვანია არ დაავიწყდეთ ვოლგოგრადში პუტინის გუშინდელი განცხადება". – თქვა პუტინმა. 

გასულ დღეს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ ვინც რუსეთის ბრძოლის ველზე დამარცხებას იმედოვნებს არ ესმით, რომ "რუსეთთან თანამედროვე ომი მათთვის სულ სხვანაირი იქნება". მან აღნიშნა, რომ მოსკოვი დასავლური ქვეყნების საზღვრებთან ტანკებს არ გზავნის, მაგრამ "[რუსეთს] აქვს რაღაც, რითაც პასუხის გაცემა შეიძლება – ჯავშანტექნიკის გამოყენებით საქმე არ დასრულდება".

GLSBD (სახმელეთო განთავსების მცირე დიამეტრის ბომბი) არის მაღალი სიზუსტის იარაღი, რომელიც მოიცავს მცირე დიამეტრის ბომბს, რომლის GPS-ით მართვაა შესაძლებელი და 150 კილომეტრის დაფარვა შეუძლია. ამ იარაღს აშშ ერაყსა და ავღანეთში ფართოდ იყენებდა. მისი დამონტაჟება შესაძლებელია მოძველებულ M26-ის რაკეტებზე, მათი სიზუსტის გასაზრდელად.

 

კომენტარები