საქართველო-უკრაინა

კობახიძე: უკრაინის ხელისუფლება ვიდრე რამეზე ისაუბრებს, წარსული ცოდვები მოინანიოს

ზელენსკისთან დაკავშირებით განცხადებას მე შეგნებულად არ გავაკეთებ, მაგრამ გავაკეთებ განცხადებას უკრაინის ხელისუფლებასთან დაკავშირებით. მე მინდა შეგახსენოთ, რომ უკრაინის ხელისუფლება, სამწუხაროდ, ჩვენი ისტორიული მეგობრობის მიუხედავად, წლების მანძილზე ინახავდა კრიმინალ სააკაშვილს თავის ქვეყანაში. ისინი დღემდე ინახავენ ათამდე გამოჩენილ კრიმინალს - მათ შორის არიან წამებასა და მსგავსი ტიპის დანაშაულებში მხილებილი პირები. ამ დამნაშავეებს დღემდე ინახავენ ისინი უკრაინაში, მიუხედავად იმისა, რომ მათ შეფარდებული აქვთ საქართველოში სასჯელი შესაბამისი დანაშაულებისთვის. უფრ მეტიც, ამ კრიმინალების ნაწილი არის ძალიან მაღალ თანამდებობაზე უკრაინის ხელისუფლებაში. მათ გამოგვიგზავნეს ჩვენ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში, რაც აღიარეს ნაცმოძრაობის ლიდერებმაც. ისინი პირდაპირ საუბრობდნენ უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების ჩართულობაზე იმ სეცოპარაციაში, რომლის მიხედვითაც სააკაშვილი გამოგზავნილ იქნა საქართველოში. 

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვიდრე რამეზე ისაუბრებენ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები, მანამდე საკუთარი წარსული ცოდვები მოინანიონ, დღევანდელი დანაშაულები გამოასწორონ და მერე გადავიდნენ სხვა რაღაცაზე. 

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. 

კომენტარები