სტივენ ტაილერი

სტივენ ტაილერს 1975 წელს თინეიჯერ მოდელზე სექსუალურ თავდასხმაში სდებენ ბრალს

სტივენ ტაილერი
Page Six

ნიო-იორკის სასამართლოში Aerosmith-ის ვოკალისტის, სტივენ ტაილერის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს განიხილავენ.

ცნობილ როკ მუსიკოსს ჯინ ბელინო სექსუალურ თავდასხმაში სდებს ბრალს. ბელინოს თქმით შემთხვევა 1975 წელს მოხდა, ბელინო მეგობართან ერთად, სხვა ახლობლის შუამდგომლობით ტაილერს და მის მეგობრებს მანჰეტენის ქუჩაში შეხვდა, ბრალმდებელი იმ დროს 17 წლის იყო. როგორც ქალი იხსენებს, თავდასხმა ტელეფონის ჯიხურში მოხდა.

"მომვარდა, ძალით მაკოცა, ენა პირდაპირ ყელში შემიყო, ვერაფერს ვამბობდი, მთელს სხეულზე – მკერდზე, ბარძაყებზე, გენიტალიებზე ხელებს მიფათურებდა. ტელეფონის ჯიხურში მიმიმწყვდია, გამვლელები ყველაფერს ხედავდნენ, მაგრამ ხმა არავის ამოუღია. ეს იყო ჩემი პირველი გამოცდილება კაცთან". – ამბობს ბელინო.

ბრალმდებელი ამბობს, რომ უსახსრობის გამო სახლში ვერ დაბრუნდა და ტაილერის კამპანიას გაყვა. მოგვიანებით ტაილერი მას კიდევ ერთხელ, ამჯერად სასტუმროში დაესხა თავს, თინეიჯერი 27 წლის მუსიკოსს სასტუმროს თანამშრომელმა გაარიდა და ტაქსით სახლში გაუშვა.

ბელინო მეორე ქალია, რომელიც ცნობილ როკ მუსიკოსს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. წლის დასაწყისში ტაილერს სექსუალური ძალადობისა და იძულებითი აბორტის ბრალდებით სასამართლოში უჩივლეს.

კომენტარები