NDI-ის კვლევის მიხედვით, ყოველი მეორე ქალი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თავს დაუცვლელად გრძნობს. იმავეს კაცების მხოლოდ 24% იზიარებს.

ამავე კვლევის მიხედვით, მოსახლეობის მეოთხედი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს. თბილისში მცხოვრებთა თითქმის 40% საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თავს დაუცველად გრძნობს, განსაკუთრებით, ქალები.
ასევე, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევით, თბილისში ყოველი მეორე ადამიანი ავტოსაგზაო შემთხვევისა და სახლის გაქურდვის საფრთხეებზე ღელავს.
NDI-ის გამოკითხვა 2022 წლის 3-20 დეკემბერს ჩატარდა და 2 519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/-1.6%-ია. კვლევა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა.