NDI-ს კვლევა

NDI: ყოველი მესამე მოქალაქე თავს დაუცველად ეკონომიკური მიზეზის გამო გრძნობს

NDI-ის კვლევის მიხედვით, კითხვაზე - რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც საქართველოში თავს დაუცველად გრძნობთ? ყოველი მესამე მოქალაქე ეკონომიკურ მიზეზს პასუხობს. 

კვლევის მიხედვით, მოსახლეობა თავს დაუცველად გრძნობს შემდეგი მიზეზების გამო: 

  • სიღარიბე - 39% 
  • ინფლაცია, მაღალი ფასები - 35% 
  • უმუშევრობა, სამუშაო ადგილების ნაკლებობა - 34% 
  • კრიმინალი - 33% 
  • პოლიტიკური არასტაბილურობა - 21% 
  • მაღალი ფასები წამლებზე - 10% 
  • ძალადობის შემთხვევები - 10% 
  • ცუდი ჯანდაცვა - 7% 
  • განათლების დაბალი დონე - 6% 
  • ტერიტორიული მთლიანობა - 6%  
  • ომი უკრაინაში - 5% 
  • უცხოელების მიგრაცია/ჩამოსვლა საქართველოში - 4% 
  • რუსეთის ქმედებები საქართველოს მიმართ - 4% 
  • ქართველების ემიგრაცია/წასვლა უცხოეთში - 4% 
  • სხვა - 14% 
  • არ ვიცი - 1%  

NDI-ს კვლევის მიხედვით, უმეტესობა ქვეყნის მომავალს ოპტიმისტურად უყურებს, თუმცა წინა წლებთან შედარებით ეს მაჩვენებელი შემცირებულია. ოპტიმისტურად 44%-ია განწყობილი, 37% - ნეიტრალურად, 17% არ არის ოპტიმისტურად განწყობილი. 

მათგან ვინც თავს დაუცველად გრძნობს, 55+ ასაკის მოქალაქეები ამის მიზეზად სიღარიბეს, ხოლო ახალგაზრდების უმეტესობა კრიმინალს ასახელებს.

NDI-ის გამოკითხვა 2022 წლის 3-20 დეკემბერს ჩატარდა და 2 519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/-1.6%-ია. კვლევა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა. 

კომენტარები