NDI-ს კვლევა

NDI: მოსახლეობის 37%-ის აზრით, საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, 31%-ის – არასწორი

adf.org.au

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის [NDI] კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 37% ფიქრობს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება. 31%-ის აზრით, ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.  

მოსახლეობის 26% მიიჩნევს, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება.   

2022 წლის ივლისში ჩატარებული კვლევით, მოსახლეობის 44% ამბობდა, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდებოდა, 23% კი მიიჩნევდა, რომ საქართველო სწორი მიმართულებით მიდის.  

NDI-ის კვლევით, ქვეყნის მიმართულების დადებითი შეფასება ყველაზე მეტად ქართული ოცნების მხარდამჭერებში გაიზარდა. ქვეყნის მიმართულებასთან დაკავშირებით ყველაზე კრიტიკულად კვლავ თბილისის მაცხოვრებლები და ოპოზიციის მხარდამჭერები არიან განწყობილნი.

NDI-ის გამოკითხვა 2022 წლის 3-20 დეკემბერს ჩატარდა და 2 519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/-1.6%-ია. კვლევა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა. 

კომენტარები