ალექსანდრ ვან დერ ბელენი

ავსტრიის პრეზიდენტი, ალექსანდრ ვან დერ ბელენი უკრაინაში ჩავიდა

ავსტრიის პრეზიდენტი, ალექსანდრ ვან დერ ბელენი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა. დაგეგმილია მისი და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა. 

"ჩავედი კიევში. თითქმის 1-წლიანი ომის შემდეგ, უკრაინა დავიწყებული არ არის. პრეზიდენტ ზელენსკისთან და უკრაინის მამაც ხალხთან ერთად, ჩვენ ვიცავთ ევროპულ ღირებულებებს". - წერს ავსტრიის პრეზიდენტი Twitter-ზე. 

ალექსანდრ ვან დერ ბელენი ბუჩაშიც იმყოფებოდა. 

"აქ, ბუჩაში, მე ვგლოვობ ამ საშინელი დაპყრობითი ომის შედეგად განადგურებული თითოეული ადამიანის სიცოცხლეს. ეს დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ, ყველაფერ იმის წინააღმდეგ, რასაც ჩვენ მხარს ვუჭერთ, არ უნდა იყოს დავიწყებული და დაუსჯელი არ უნდა დარჩეს". - წერს ის. 

კომენტარები