NATO

NATO იაპონიასთან თანამშრომლობის გაძლიერებას განაგრძობს – სტოლტენბერგი 

უკრაინაში ომის ფონზე NATO იაპონიასთან თანამშრომლობის გაძლიერებას განაგრძობს. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა სამშაბათს, 31 იანვარს ტოკიოში ვიზიტის დროს ისაუბრა, სადაც იგი იაპონიის პრემიერმინისტრს ფუმიო კიშიდას შეხვდა.

"ომი უკრაინაში ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ამიტომ ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც იაპონია გვაძლევს, თვითმფრინავებისა და ტვირთის შესაძლებლობების გამოყენებით". – თქვა სტოლტენბერგმა.

აღსანიშნავია, რომ სტოლტენბერგი ტოკიომდე სამხრეთ კორეას ეწვია. NATO-ს გენერალური მდივნის აზიაში ვიზიტი უკრაინის ომისა და ჩინეთთან კონკურენციის ზრდის ფონზე მოკავშირეებთან კავშირების დამყარებას ისახავს მიზნად.

კომენტარები