რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ISW: შიდა ზეწოლის გამო რუსეთი ახალი შეტევისთვის ემზადება 

Alexander Avilov / Moskva News Agency

ამერიკული სამხედრო-ანალიტიკური ცენტრის, Institute for the Study of War-ის (ISW) 30 იანვრის ანგარიშის მიხედვით, რუსეთი ახალი შეტევისთვის ემზადება

NATO-ს მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 30 იანვარს აღნიშნა, რომ არ არსებობს არანაირი მინიშნება იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის ემზადება. მისივე თქმით, რუსეთმა შესაძლოა 200 000 ათასამდე სამხედროს მობილიზება მოახდინოს, პარალელურად კი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენას შიდა წარმოების გაზრდის გზით, ირანთან და ჩრდილოეთ კორეასთან პარტნიორობით აგრძელებს. 

"ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანმა და რუსეთმა 29 იანვარს დაამყარეს პირდაპირი ფინანსური საკომუნიკაციო არხები ირანულ ბანკებსა და 800-ზე მეტ რუსულ ბანკს შორის განამტკიცეს". – ნათქვამია ISW-ს ანგარიშში.

როგორც ISW წერს, უკრაინის სახმელეთო ჯარების რეზერვისტთა საბჭოს ხელმძღვანელმა, ივან ტიმოჩკომ აღნიშნა, რომ რუსული ძალები დონბასში სამხედრო დაჯგუფებას აძლიერებენ და შიდა ზეწოლის გამო გამარჯვებისთვის რუსულ ძალებს შეტევა დასჭირდებათ. 

კომენტარები