2023 წელს გარდაცვლილები

უენსდეი ადამსის როლის პირველი შემსრულებელი ლიზა ლორინგი გარდაიცვალა

Insider

64 წლის ასაკში ამერიკელი მსახიობი ლიზა ლორინგი გარდაიცვალა. მაყურებელი ლორინგს უენსდეი ადამსის როლით იცნობდა. სიკვდილის მიზეზი ინსულტი გახდა.

"მან სული შთაბერა ჰოლივუდის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ პერსონაჟს. ლიზა ძალიან ამაყობდა საკუთარი წარსულით და უყვარდა ადამსების ოჯახის თაყვანისმცემლები". – განაცხადა მსახიობის წარმომადგენელმა კრის კარბომ.

ლორინგი 1964-1966 წლებში თამაშობდა სიტკომში ადამსების ოჯახი. მოგვიანებით მსახიობმა მხოლოდ რამდენიმე სატელევიზიო პროექტში ითამაშა და კარიერა დაასრულა. მისი პერსონაჟი უენსდეი ადამსი სხვადასხვა დროს კრისტინა რიჩიმ და ჯენა ორტეგამ განასახიერეს. ამ უკანასკნელის თქმით ცნობილი ცეკვა სერიალიდან Wednsday ლორინგის გავლენით არის დადგმული. 

კომენტარები