ოსკარი

ამერიკის კინოაკადემიამ შესაძლოა ანდრეა რაიზბოროს ოსკარის ნომინაცია ჩამოართვას

Hollywood Reporter

ამერიკის კინოაკადემია ბრიტანელი მსახიობის ანდრეა რაიზბოროს ნომინაციას გადაამოწმებს. აკადემიამ შესაძლოა ნომინაციის მიღებამდე გამართული პრომო კამპანია ზეწოლად განიხილოს და რაიზბოროს ნომინაცია ჩამოართვას. რაიზბორო ფილმ To Leslie-ში შესრულებული როლისთვის საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაშია ნომინირებული.

"აკადემიის მიზანია სამართლიანი და ეთიკური დაჯილდოების ჩატარება. ვაპირებთ გადავამოწმოთ პრომო კამპანია, რომელიც ნომინაციის მიღებამდე გაიმართა". – წერია კინოაკადემიის განცხადებაში. 

იანვრის დასაწყისში, ნომინანტებისთვის ხმის მიეცემი პერიოდში, რაიზბოროს მხარდამჭერი მასშტაბური კამპანია წამოიწყო, რომელშიც კოლეგას მხარს უჭერდნენ ქეით უინსლეტი, შარლიზ ტერონი, გვინეტ პელტროუ, ქეით ბლანშეტი, ჯეინ ფონდა, ედვარდ ნორტონი და ემი ადამსი. მსახიობები მოუწოდებდნენ ხმის მიმცემებს, ყურადღებაა მიექციათ რაიზბოროს ნიჭისა და შესრულებისთვის.

ოფიციალურად აკადემია პიარ-კამპანიებს არ კრძალავს, მაგრამ რამდენიმე კონკურენტი სტუდიის განცხადებით რაიზბოროს შემთხვევაში გამოყენებული იყო აგრესიული ტაქტიკა. ამერიკის კინოაკადემია ვალდებულია გადაამოწმოს მსგავსი შემთხვევები, თავად რაზიბოროს კამპანიაში მონაწილეობა არ მიუღია.

ოსკარის ისტორიაში ნომინანტის დისკვალიფიკაცია სულ ცხრაჯერ მოხდა, აქედან ერთხელ ნომინაცია ჩამოართვეს ჩარლი ჩაპლინს. რაიზბოროსთვის ნომინაციის გაუქმების შემთხვევაში, მის ადგილზე სხვა მსახიობს შეარჩევენ.

კომენტარები