მიხეილ სააკაშვილი

ზარქუა: სააკაშვილი ნებით არ ჩამოსულა, გარკვეულმა ჯგუფებმა ჩამოიყვანეს და მიზანი გაცხადდა

სააკაშვილი თავისი ნებით აქ არ ჩამოსულა. მას დაუგეგმეს, ის ჩამოიყვანეს გარკვეულმა ჯგუფებმა. რისთვის? ხომ გაცხადდა? - რომ აქ მოეხდინა ქაოსი, არეულობა და შემდეგ პიკეტირება პარლამენტის, შემოვარდნა. ეგონათ, ეტყობა, არ ვიცი რა მოსალოდნელი შედეგების იმედად იყვნენ, მაგრამ მათი ამოცანა იყო, რომ რევოლუცია მოეხდინათ, ნაციონალური მოძრაობა მოსულიყო ამ გზით ხელისუფლებაში და მეორე ფრონტი გახსნილიყო. 

დაწყებული მათი ბელადიდან, დამთავრებული, ხერხემალს რომ ეძახდნენ, მერაბიშვილით და დანარჩენებიც - ყველანი ემსახურებოდნენ რუსულ ინტერესებს. 

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა. ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ არ გამორიცხავს, ხალხი, რომლებმაც მისი დაბრუნება დაგეგმეს, რუსეთის აგენტები იყვნენ.

კომენტარები