კრიმინალი

ბათუმში 42 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს, ძალადობის ბრალდებით 1 ადამიანია დაკავებული

ბათუმში 42 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს. 

ტაბულა მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

გამოძიების ფარგლებში ძალადობის ბრალდებით ერთი ადამიანია დაკავებული. ასევე, საქმეზე დანიშნულია ექსპერტიზა და საგამოძიებო ღონისძიებები გრძელდება.   

გარდაცვლილის დედა ამბობს, რომ ცხედარს დაზიანებები აღენიშნება. მისივე სიტყვებით, ქალი ნაწამებია. 

განახლება: ფაქტთან დაკავშირებით შსს-ში გამოძიება თავდაპირველად თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. მოგვიანებით სისხლის სამართლის საქმეზე კვალიფიკაცია შეიცვალა და გამოძიება ამ ეტაპზე ძალადობისა და განზრახ მკვლელობის მუხლებით მიმდინარეობს.

პროკურატურის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეზე ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით  დადგენილია, რომ ძალადობის შემდგომ, დაზარალებული ქალი და ბრალდებული  ერთად წავიდნენ ბათუმში,  ერთ-ერთ სასტუმროში. 26 იანვარის დილის საათებში ქალი სასტუმროს ნომრის აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს.

კომენტარები