ოკუპირებული აფხაზეთი

"სამხედრო-ტერორისტული საფრთხისგან თავდასაცავად" მარიონეტული სოხუმი საჰაერო სივრცეს ზღუდავს

TASS

"სამხედრო და ტერორისტული საფრთხისგან თავდასაცავად" ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმი საჰაერო სივრცის დროებით შეზღუდვებს აწესებს.

ამის შესახებ დადგენილება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მინისტრთა კაბინეტმა მიიღო და დე ფაქტო მთავრობის ლიდერმა, ალექსანდრ ანქვაბმა ხელი მოაწერა. აკრძალვა ვრცელდება უპილოტო საფრენ აპარატებზეც.

საჰაერო სივრცის აკრძალული ზონები დაწესდება "ადმინისტრაციული შენობების კომპლექსების, დიპლომატიური და საკონსულო დაწესებულების შენობების, სახელმწიფო ორგანოების", სამხედრო და თავდაცვის ობიექტებისა და "სახელმწიფოს მატერიალური ფასეულობების მარაგებისა და სამობილიზაციო რეზერვების განთავსების" შენობების თავზე.

აკრძალულ ზონებს შორის არის ე.წ. რუსეთის საელჩოსა და ელჩის რეზიდენციის შენობების მაღლა მდებარე სივრცე.

კომენტარები