რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ ვაგნერისთვის სატელიტური ფოტოების მიწოდების გამო ჩინურ კომპანიას სანქციებს უწესებს

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტის დაცვის სევას უსაფრთხოების სამსახურის წევრები. დანაყოფს ორგანიზაციას ვაგნერის ჯგუფი უწევს.
Florent Vergnes/AFP

ამერიკის შეერთებული შტატები სანქციებს უწესებს ჩინურ კომპანიას, რომელმაც მიმდინარე ომისას უკრაინის სატელიტური ფოტოები ვაგნერის ჯგუფს მიაწოდა.

კოსმოსური მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კვლევითი ინსტიტუტი Changsha Tianyi იმ 16 კომპანიის შორის, რომლებსაც სანქციები სახაზინო დეპარტამენტმა დაუწესა. კომპანიას, რომელიც ასევე ცნობილია როგორც Spacety China, ოფისები პეკინსა და ლუქსემბურგში აქვს. 

"სურათები მიეწოდა ვაგნერის ჯგუფს, რათა უკრაინაში საბრძოლო ოპერაცია განეხორციელებინა". - ვკითხულობთ დეპარტამენტის განცხადებაში.

დასანქცირებული ორგანიზაციები ვეღარ შეძლებენ აშშ-ში თანხის გადარიცხვას, რამეს შეძენას ან ქონებისა და აქტივების ტრანსფერს. 

აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა კერძო რუსული სამხედრო კომპანია ვაგნერი საერთაშორისო კრიმინალურ ორგანიზაციად გამოაცხადა.

ვაგნერი რუსეთს უკრაინის ომში ათასობით მებრძოლს ამარაგებს. აშშ-ს შეფასებით, ვაგნერს უკრაინაში დაახლოებით 50 000 დაქირავებული მებრძოლი ჰყავს გაგზავნილი, მათგან 10 000 კონტრაქტორი და 40 000 მსჯავრდადებული

კომენტარები