რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

CNN: ბახმუტში უკრაინელი სამხედროები ამბობენ, რომ რუსები ქალაქის ალყაში მოქცევას ცდილობენ

უკრაინელი სამხედროები ბახმუტში
Getty Images

CNN-თან ბახმუტში მებრძოლი ორი უკრაინელი სამხედროს თქმით, შიშობენ, რომ რუსეთის ძალები ქალაქის ალყაში მოქცევას ცდილობენ, თუმცა ისინი მომდევნო დღეებში დრამატულ ცვლილებებს არ ელიან.

"ქალაქში სიტუაცია ძალიან საგანგაშოა, მაგრამ ბრძოლას ვაგრძელებთ". – თქვა ერთ-ერთმა სამხედრომ.

ერთ-ერთი სამხედრო, რომელიც CNN-თან რამდენიმე კვირაა რაც მუდმივ კავშირზეა, ამბობს, რომ "აღმოსავლეთში, ჩრდილო-აღოსავლეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთში ინტენსიური ქუჩის ბრძოლები მიმდინარეობს", მაგრამ ის ფიქრობს, რომ ჯერჯერობით რუსეთი მნიშვნელოვან წინსვლას ამ მიმართულებით ვერ მიაღწევს.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ჰანა მალიარიც ადასტურებს, რომ რუსეთის ბახმუტის მიმართულებით ზეწოლას ზრდის.

"მტერმა ბრძოლაში გადატყორცა სამხედროების, შეიარაღებისა და სამხედრო აღჭურვილობის მნიშვნელოვანი რაოდენობა, ცდილობენ ჩვენი თავდაცვის გარღვევას, იღებენ მნიშვნელოვან დანაკარგებს, მაგრამ გეგმას არ ტოვებენ". – წერს მალიარი.

რამდენიმეთვიანი მძიმე ბრძოლების შემდეგ, 25 იანვარს უკრაინის შეიარაღებულ ძალებში გამოაცხადეს, რომ მათმა ჯარმა მცირე ქალაქი სოლედარი სრულად დატოვა.

კომენტარები