ჯერემი რენერი

პოლიციის დასკვნა: ჯერემი რენერი ნათესავის გადარჩენის მცდელობისას დაშავდა

Sky News

2 იანვარს ჯერემი რენერს საკუთარმა თოვლის საწმენდმა მანქანამ გადაუარა.

დაშავებული მსახიობი ვერტმფრენით უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს. რამდენიმე დღის განმავლობაში შურისმაძიებლების ვარსკვლავის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო. ოპერაციის ჩატარების შემდეგი რენერი გონზე მოვიდა. ამ დროისთვის მსახიობი რეაბილიტაციის კურსს გადის, მას 30-ზე მეტი ძვალი აქვს მოტეხილი.

უბედური შემთხვევა უოშოუს საგრაფოს შერიფმა გამოიძია, მოგვიანებით შერიფის ოფისმა ოფიციალური დასკვნა გამოაქვეყნა.

"ბატონი რენერის ნათესავის მანქანა თოვლში ჩაეფლო, მან თოვლის საწმენდი მანქანა მიატოვა და მანქანაში მყოფების დასახმარებლად გაემართა. როგორც ჩანს, თოვლის საწმენდი მანქანა პარკირების რეჟიმზე არ იყო დატოვებული და დაგორდა. რენერმა ნათესავისთვის ზიანის არიდების მიზნით თოვლის მანქანაზე აძრომა და მისი შეჩერება სცადა, მაგრამ მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა". – წერია შერიფის დასკვნაში.

ზრდასრულმა ნათესავმა (ძმისშვილი ან დისშვილი) პირველმა დარეკა სამაშველო სამსახურში.

51 წლის მსახიობი ოსკარზე ორჯერ არის ნომინირებული. პირველად ფილმ Hurt Locker-ში შესრულებული მთავარი როლისთვის და მეორედ The Town-ში შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისთვის. რენერს კომიქსების მოყვარულები Marvel-ის ფილმებში შესრულებული კლინტ ბარტონის, იგივე ჰოკაის როლით იცნობენ.

კომენტარები