რუსეთი რომ საქართველოს მიმართ ჰიბრიდული ომის გზებს გაააქტიურებდა, ეს მოსალოდნელი იყო, მაგრამ ბატონი კასიანოვი თუ ამის ნარატივში ჩაჯდებოდა, ცხადია, ეს ცოტა უცნაურია. ასევე, მინდა, ყველას შევახსენო, რომ მაგალითად, უკრაინას ელჩი ბელარუსიდან გამოწვეული არ ჰყავს და რასაკვირველია, ეს კიდევ უფრო გაუგებარია. აგრეთვე, მინდა, ყველას შევახსენო, რომ საქართველო ღირსებით სავსე ქვეყანაა და არავის აქვს უფლება, რომ ჩვენ შესაბამისად არ გვესაუბროს. საქართველო ის ქვეყანაა, რომელიც თუნდაც იმით ამაყობს, რომ რუსეთი სტრასბურგსა და ჰააგაში დამარცხებული ჰყავს. ყველას მეტი პატივისცემა მართებს, დიპლომატიურ სტანდარტზე აღარც ვსაუბრობ, როდესაც საქართველოზე საუბარს დაიწყებს.
tbl.ge/690f
დაკოპირდა

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, რატი იონათამიშვილი. საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული, ანდრეი კასიანოვი არ გამორიცხავს ქვეყნიდან უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობას, თუ მათ საფრთხე დაემუქრებათ საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენისა და რუსეთის მოქალაქეების მასიური ნაკადის შემოსვლის შემდეგ.
ქართული ოცნებარატი იონათამიშვილიანდრეი კასიანოვისაქართველო-უკრაინაუკრაინა-საქართველოსაქართველო-რუსეთირუსეთის ჰიბრიდული ომირუსეთთან ფრენების აღდგენა
ამავე თემაზე
- სიბიჰა საქართველოსთან ნორმალიზებაზე: ჩვენი ინიციატივაა, გვაქვს გეოპოლიტიკური ინტერესი
- "ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა უკრაინასთან არსებულ გამოწვევებს" – ბოჭორიშვილი სიბიჰას შეხვდა
- ზარქუა: არ ვიცი, ზელენსკი ლეგიტიმურია თუ არა, რადგან ვადა ამოეწურა
- იმედია, დამოკიდებულება საქმით შეიცვლება და არა მხოლოდ სიტყვებით - ბოჭორიშვილი უკრაინაზე
- გარკვეული დაძაბულობა ნარჩუნდება, მაგრამ დიალოგი საუკეთესო საშუალებაა – პოდოლიაკი




