საქართველო-რუსეთი

კასიანოვი რუსეთთან ფრენებზე: თუ რისკები გაიზრდება, უკრაინელების ევაკუაციას არ გამოვრიცხავთ

ანდრეი კასიანოვი

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული, ანდრეი კასიანოვი არ გამორიცხავს ქვეყნიდან უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობას, თუ მათ საფრთხე დაემუქრებათ საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენისა და რუსეთის მოქალაქეების მასიური ნაკადის შემოსვლის შემდეგ. ამის შესახებ კასიანოვმა Европейской правда-სთან ისაუბრა.

"პირდაპირი ფრენების აღდგენისა და უსაფრთხოების რეალური რისკების ზრდის შემთხვევაში, მინდა ვთქვა, რომ საელჩო არ გამორიცხავს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან დაკავშირების შესაძლებლობას, რათა განიხილონ დახმარების შესაძლებლობა საქართველოს ტერიტორიიდან უკრაინის მოქალაქეების მასობრივ ევაკუაციაში". - თქვა კასიანოვმა.

როგორც კასიანოვმა აღნიშნა, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების დიდი რაოდენობით შესვლის გამო, უსაფრთხოების რისკების ზრდის ფონზე, საელჩო მაქსიმალურად ხელს უწყობს უკრაინის მოქალაქეების უკრაინაში დაბრუნებას.

კომენტარები