რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზალუჟნიმ მემკვიდრეობით მილიონი დოლარი მიიღო და თანხა სრულად უკრაინის არმიას გადაურიცხა

ვალერი ზალუჟნი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ მემკვიდრეობით მილიონი დოლარი მიიღო და თანხა სრულად უკრაინის არმიას გადაურიცხა. ინფორმაციას The New York Times ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, ზალუჟნიმ მემკვიდრეობა მიიღო უკრაინული წარმოშობის ამერიკელი გრიგორი სტეფანეცისგან. იანვარში გენერალმა მიღებული თანხა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შესწირა, რასაც უკრაინის შეიარაღებული ძალების პრესსამსახური ადასტურებს.

"გენერალმა ზალუჟნიმ ეს თანხა სრულად გაგზავნა უკრაინის ეროვნული ბანკის სპეციალურ ანგარიშზე ჯარის საჭიროებისთვის თანხების მოსაზიდად, რაც დასტურდება ბანკის SWIFT გზავნილით, დათარიღებული 2023 წლის 5 იანვრით".- აღნიშნავს პრესამსახური უკრაინულ მედიასთან

თავად ზალუჟნი ამბობს, რომ ეჭვიც კი არ შეჰპარვია, თუ რა უნდა ექნა მიღებული მემკვიდრეობითვის. 

"მთელი სიცოცხლე მივუძღვენი შეიარაღებულ ძალებს და მცირედი ეჭვიც არ შემპარვია, თუ რა მექნა მემკვიდეობისთვის. ბატონი გრიგორის უკანასკნელი ნება, ცხადია, იყო უკრაინის არმიის მხარდაჭერა. ყველას მადლობელი ვარ, ვინც ეხმარება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და მადლობელი ვარ ჩემი ოჯახის, რომ გამიგეს".- ამბობს გენერალი. 

 

კომენტარები