2023 წელს გარდაცვლილები

96 წლის ასაკში სხვისი შვილებისა და ცისფერი მთების ოპერატორი ლევან პაატაშვილი გარდაიცვალა

ეროვნული ბიბლიოთეკა

96 წლის ასაკში ლეგენდარული ქართველი კინოოპერატორი ლევან პაატაშვილი გარდაიცვალა. 

პაატაშვილი 1926 წელს თბილისში დაიბადა. 1954 წელს მოსკოვში დაამთავრა სახელმწიფო კინემატოგრაფიული ინსტიტუტი. დამდგმელი ოპერატორია ფილმებისა სხვისი შვილები, დღე უკანასკნელი, დღე პირველი, ერთი ცის ქვეშ, თოჯინები იცინიან, გაქცევა, სიბირიადა, რომანსი შეყვარებულებზე, ცისფერი მთები, ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა, ნეილონის ნაძვის ხე, რობინზონიადა, თეთრი ბაირაღები.

1981-1995 წლებში თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში ხელმძღვანელობდა თავისივე დაფუძნებულ საოპერატორო სახელოსნოს. 

1979 წელს გახდა საქართველოს სახალხო არტისტი. მიღებული აქვს მინსკის საერთაშორისო კინოფესტივალის ჯილდო ფილმისთვის ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა. 

კომენტარები