მასობრივი სროლა

კალიფორნიის შტატში კიდევ ერთი მასობრივი სროლისას 7 ადამიანი დაიღუპა

ბოლო სამ დღეში კალიფორნიის შტატში მეორე მასობრივი სროლა მოხდა. 67 წლის ძაო ჩუნლიმ 7 ყოფილი თანამშრომელი მოკლა. პოლიციამ მისი დაკავება შემთხვევიდან მალევე შეძლო. 

ყველა დაღუპული წარმოშობით ჩინელი ამერიკელია.

ბოლო თავდასხმა ფერმაში მოხდა. ოთხი მსხვერპლი სოკოს ფერმაში აღმოაჩინეს, დანარჩენი სამი კი ახლომდებარე სატვირთო მანქანებთან. მერვე დაშავებული საავადმყოფოში მკურნალობს, მისი მდგომარეობა კი მძიმეა.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, შემთხვევას ბავშვებიც შეესწრნენ. 

მანამდე, 21 იანვარს მონტერეის პარკში ჩინური ახალი წლის აღნიშვნისას 72 წლის კაცმა 11 ადამიანი მოკლა. იგი გარდაცვლილი იპოვეს.

კალიფორნიის გუბერნატორის, გევინ ნიუსომის თქმით, საავადმყოფოში მასობრივი სროლისას დაზარებულთა მოსანახუნებლად იყო, როდესაც მეორე თავდასხმის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. 

კომენტარები