მასობრივი სროლა

პირი, რომელმაც კალიფორნიაში 10 ადამიანი მოკლა, გარდაცვლილი იპოვეს

Reuters

კალიფორნიაში პოლიციამ ლოს-ანჯელესის მახლობლად 10 ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის იდენტიფიცირება შეძლო - 72 წლის ჰუ კან ტრანი შემთხვევიდან მალევე ფურგონში გარდაცვლილი იპოვეს. მას ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული სასიკვდილო ჭრილობა ჰქონდა.

შერიფის თქმით, თავდამსხმელი, სავარაუდოდ, მარტო მოქმედებდა. პოლიციის ვარაუდით ფურგონი მოპარულია. 

21 იანვრის ღამეს ქალაქ მონტერეის პარკში მომხდარ თავდასხმას 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 7 საავადმყოფოში რჩება. 

Los Angeles Times-ის ინფორმაციით, თავდასხმა ღამით, დაახლოებით, 10:20 საათისთვის მოხდა. შემთხვევის ადგილი მონტერეის პარკია, სადაც დღის განმავლობაში ჩინური ახალი წლის წინა დღეს მთვარის საახალწლო ფესტივალს აღნიშნავდნენ. ფესტივალს ათასობით ადამიანი ესწრებოდა. თავდასხმის ლოკაციად საცეკვაო დარბაზი სახელდება.

კომენტარები