უკრაინის ეროვნულმა უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ პრინციპული გადაწყვეტილება მიიღო თანამდებობის პირების საზღვარგარეთ მოგზაურობის შესახებ. ის ეხება ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვადასხვა დონის ყველა თანამდებობის პირს. ეს ეხება სამართალდამცავებს, სახალხო დეპუტატებს, პროკურორებს. და ყველას, ვინც უნდა მუშაობდეს სახელმწიფოსთვის და სახელმწიფოში. სურთ ახლა დასვენება – დაისვენებენ სახელმწიფო სამსახურის მიღმა. საზღვარგარეთ დასასვენებლად ან სხვა არასახელმწიფო მიზნით გამგზავრებას თანამდებობის პირები ვეღარ შეძლებენ. 5 დღის მანძილზე, მინისტრთა კაბინეტი შეიმუშავებს საზღვრის კვეთის ისეთ პროცედურას თანამდებობის პირებისთვის, რომ საზღვრის გადაკვეთის მიზეზი მხოლოდ საქმიანი ვიზიტი იყოს.
tbl.ge/68yu
დაკოპირდა

ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი Facebook-ის ყოველდღიურ მიმართვაში.
ამავე თემაზე
- ერმაკი გირაოს სანაცვლოდ წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს
- ერმაკი გირაოს გადახდის უფლებით დააკავეს
- ერმაკისთვის პატიმრობას ან 180 მილიონი გრივნის ოდენობის გირაოს მოითხოვენ
- ზელენსკის ადმინისტრაციის ყოფილ უფროსს, ანდრიი ერმაკს, კორუფციის საქმეზე ბრალი წარუდგინეს
- კიევში უცნობმა პირმა ხალხს ცეცხლი გაუხსნა – არის მსხვერპლი, თავდამსხმელი ლიკვიდირებულია




