ლიზა მერი პრესლის დაკრძალვაზე ბენ Guns N' Roses-ის ფრონტმენმა ექსლ როუზმა ჰიტი November Rain შეასრულა.
როუზი დაკრძალვაზე სიტყვითაც გამოვიდა:
"ახლაც შოკირებული ვარ. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ აქ, ასეთ მძიმე ვითარებაში მომიწევდა ლაპარაკი. მომენატრება ჩემი მეგობარი ლიზა".
ელვის პრესლის ერთადერთი ქალიშვილი, მუსიკოსი ლიზა მერი პრესლი 54 წლის ასაკში 12 იანვარს გარდაიცვალა. სიკვდილის ზუსტი მიზეზი ამ დრომდე უცნობია.