ლიზა მერი პრესლი

ცნობილი გახდა ელვისის შვილის, ლიზა მერი პრესლის გარდაცვალების მიზეზი

ლოს-ანჯელესის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზამ მიმდინარე წლის 12 იანვარს გარდაცვლილი ლიზა მერი პრესლის გაკვეთის შედეგები გამოაქვეყნა.

მომღერალი და ელვის პრესლის ერთადერთი ქალიშვილი ბარიატრიული(წონის დაკლების მიზნით კუჭის შემცირების ოპერაცია) ოპერაციით გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა. ექსპერტმა გაკვეთისას წვრილ ნაწლავში წარმონაქმნები აღმოაჩინა, რომლებიც პრესლის ერთი წლით ადრე გაკეთებული ბარიატრიული ოპერაციის შედეგად, ნელ-ნელა განუვითარდა.

მოხსენებაში ასევე წერია, რომ მომღერლის სისხლში აღმოჩენილია ანტიდეპრესანტ კვეტიაპანის და ტკივილგამაყუჩებელ იბუპროფენის კვალი. ექსპერტის განმარტებით პრეპარატები სიკვდილის მიზეზი არ ყოფილა.

ელვისის ერთადერთმა ქალიშვილმა პირველი მუსიკალური ალბომი 2003 წელს გამოუშვა. სულ კომპოზიტორსა და მომღერალს 3 ალბომი აქვს გამოცემული. წლების განმავლობაში მეგობრობდა მაიკლ ჯექსონთან, მოგვიანებით წყვილი დაქორწინდა, ჯექსონისა და პრესლის ოჯახურმა ურთიერთობამ მხოლოდ 2 წელი გასტანა. 

2020 წელს ელვის პრესლის შვილიშვილი და ლიზა მერი პრესლის შვილი ბრენდონ კიუ გარდაიცვალა. მსახიობი რაილი კიუ როკ ენ როლის მეფის ერთადერთი ცოცხალი შთამომავალია.

კომენტარები