2023 წელს გარდაცვლილები

54 წლის ასაკში ელვის პრესლის ერთადერთი შვილი ლიზა მერი პრესლი გარდაიცვალა

Befunky

54 წლის ასაკში ელვის პრესლის ერთადერთი ქალიშვილი, მომღერალი და კომპოზიტორი ლიზა მერი პრესლი გარდაიცვალა. ინფორმაციას ელვისის ქვრივი პრისცილა პრესლი ადასტურებს.

"გულის ტკივილით უნდა გაგიზიაროთ ჩემი მშვენიერი ქალიშვილის გარდაცვალების ამბავი. ის იყო ყველაზე ვნებიანი, ძლიერი და მოსიყვარულე ქალი ჩემს ნაცნობებს შორის". – განაცხადა პრისცილა პრესლიმ.

გარდაცვალების ზუსტი მიზეზი და დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. მუსიკოსი საავადმყოფოში 10 იანვრიდან იმყოფებოდა.

ელვისის ერთადერთმა ქალიშვილმა პირველი მუსიკალური ალბომი 2003 წელს გამოუშვა. სულ კომპოზიტორსა და მომღერალს 3 ალბომი აქვს გამოცემული. წლების განმავლობაში მეგობრობდა მაიკლ ჯექსონთან, მოგვიანებით წყვილი დაქორწინდა, ჯექსონისა და პრესლის ოჯახურმა ურთიერთობამ მხოლოდ 2 წელი გასტანა. 

2020 წელს ელვის პრესლის შვილიშვილი და ლიზა მერი პრესლის შვილი ბრენდონ კიუ გარდაიცვალა. მსახიობი რაილი კიუ როკ ენ როლის მეფის ერთადერთი ცოცხალი შთამომავალია.

კომენტარები