რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი მეტ ტანკს ითხოვს, დასავლელი პარტნიორები სამხედრო დახმარებაზე გერმანიაში ხვდებიან

REUTERS

გერმანიის სამხრეთში, რამშტაინის საჰაერო ბაზაზე ათობით დასავლელი მოკავშირის შეკრებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირდაპირი თხოვნით მიმართა გერმანიას, მიეწოდებინა უკრაინისთვის ტანკები.

აშშ და ევროპის ქვეყნები უკვე დაჰპირდა კიევს, რომ რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად მეტ აღჭურვილობას მიაწვდიდა. პარალელურად კი იზრდება ზეწოლა ბერლინზე, რათა უკრაინას Leopard 2-ის ტანკები გაუგზავნოს. 

"ეს Leopard-ები რუსეთში არ გაივლიან. ჩვენ მხოლოდ საკუთარ თავს ვიცავთ". - თქვა ზელენსკიმ და გერმანიის მთავრობის მერყევი დამოუკიდებლობა გააკრიტიკა. 

პოლონეთსა და ფინეთს Leopard-ის ტანკების უკრაინისთვის გასაგზავნად გერმანიის, როგორც მწარმოებელი ქვეყნის, ნებართვა სჭირდება. თუმცა, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ვარშავამ უკრაინას ტანკები ნებართვის გარეშეც შეიძლება მიაწოდოს. 

20 იანვარს 50-ზე მეტი ქვეყნის თავდაცვის ოფიციალური პირი რამშტეინში უკრაინის სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით ხვდება. 

თითქმის 11 თვის შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო, NATO-ს სამხედრო ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ მოსკოვი გეგმავს განახლებულ საგაზაფხულო შეტევისას ჯარების სექტემბრიდან დაწყებული მობილიზაციით გააძლიერონ.

ბერლინმა ამ კვირაში განაცხადა, რომ Leopard-ის შესახებ გადაწყვეტილება დამოკიდებული იყო იმაზე, დათანხმდებოდა თუ არა აშშ უკრაინაში Abrams-ის ტანკების გაგზავნას. თუმცა გერმანიის თავდაცვის ახალმა მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა აღნიშნა, რომ მას "ამ შეთანხმების" შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.

აშშ-მ დღეს დაამტკიცა დახმარების ახალი $2.5 მილიარდიანი დახმარების პაკეტი. ტანკები ამ ახალ სამხედრო დახმარებაში გათვალისწინებული არაა. თუმცა, პენტაგონის თანახმად, უკრაინას გადაეცა დამატებით 59 Bradley-ის ჯავშანმანქანა, Avenger-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები. 

ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ცხრა ევროპულმა ქვეყანამ ესტონეთში გამართული შეხვედრის შემდეგ უკრაინისთვის მხარდამჭერის ზრდის პირობა დადო, რაც შემდეგს გულისხმობს: 

  • დიდი ბრიტანეთი - 600 Brimstone-ის რაკეტა
  • დანია - 19 ფრანგული წარმოების CAESAR-ის თვითმავალი ჰაუბიცა 
  • ესტონეთი - ჰაუბიცები, საბრძოლო მასალები, დამხმარე მანქანები და ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნები
  • ლატვია - Stinger-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები, ორი ვერტმფრენი და დრონები
  • ლიტვა - საზენიტო იარაღი და ორი ვერტმფრენი
  • პოლონეთი - S-60 საზენიტო იარაღი 70,000 ცალი საბრძოლო მასალა
  • ჩეხეთი - გააფართოოს დიდი კალიბრის საბრძოლო მასალის წარმოება, მიაწოდოს ჰაუბიცები და APC-ები
  • ნიდერლანდები - დეტალები ცნობილი 20 იანვრისთვის იქნება. 

კომენტარები