რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: სანამ თავისუფალი სამყარო ფიქრობს, ტერორისტული სახელმწიფო კლავს

"დროს, რომელსაც თავისუფალი სამყარო იყენებს ფიქრისთვის, ტერორისტული სახელმწიფო იყენებს მოკვლისთვის". - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ვიდეოჩართვისას

პრეზიდენტის ეს განცხადება განიმარტა, როგორც გერმანიისადმი მოთხოვნა, რომ დააჩქაროს უკრაინისთვის Leopard-ის ტიპის ტანკების მიწოდება.

18 იანვარს NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა დავოსში თქვა, რომ უკრაინა დასავლეთისგან უნდა მოელოდეს "მეტ მხარდაჭერას, მძიმე, უფრო თანამედროვე იარაღს".

სტოლტენბერგის თქმით, ნატოს წევრი ქვეყნები 19 იანვარს შეიკრიბებიან, რათა კიევში სამხედრო ტექნიკის გაგზავნა განიხილონ.

REUTERS: გერმანია აშშ-ს უკრაინისთვის ტანკების გადაცემის პირობას უყენებს

სააგენტო Reuters-ი ბერლინის სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ გერმანია ტანკებს უკრაინაში იმ შემთხვევაში გაგზავნის, თუ აშშ იმავეს იზამს.

"ეს ომის გადამწყვეტი მომენტია და დგას უკრაინისთვის გაძლიერებული მხარდაჭერის საჭიროება. თუ გვსურს ხვალ მოლაპარაკებების მაგიდასთან გადავინაცვლოთ და მშვიდობიანი გზით მივიღოთ გადაწყვეტილება, დღეს მეტი იარაღი უნდა მივაწოდოთ უკრაინას". - ამბობს სტოლტენბერგი ინტერვიუში.  

ამასთან ერთად, პოლონეთმა და ფინეთმა აღნიშნეს, რომ გერმანიის დამტკიცების შემთხვევაში, უკრაინაში Leopard-ის ტიპის ტანკებს გაგზავნიან. 

პოლონეთის პრემიერმინისტრი მატეუშ მორავიეცკი გერმანიას ქმედითი ნაბიჯებისკენ და უკრაინისთვის ყველა სახის იარაღის გადაცემისკენ მოუწოდებს.

კომენტარები