მაილი საირუსი

საირუსმა ყოფილი ქმრის დაბადების დღეზე ტრეკი გამოუშვა, ფანებმა ჰიტს დაშორების ჰიმნი უწოდეს

13 იანვარს მაილი საირუსმა ახალი სიმღერა Flowers და ვიდეოკლიპი გამოაქვეყნა. 13 იანვარს მომღერლის ყოფილი ქმრის, ლიამ ჰემსვორტის დაბადების დღეა. ფანების აზრით საირუსმა დაშორების ჰიმნი ჩაწერა.

სიმღერაში ისმის სიტყვები: "ჩვენ იმ ოცნების მსგავსად ვიყავით, რომელიც შეუფასებელია... ავაშენეთ სახლი და ვუყურეთ, როგორ დაიწვა". მონაკვეთი თაყვანისმცემლებმა საირუსისა და ჰემსვორტის სახლს დაუკავშირეს, რომელიც 2018 წელს ხანძრის დროს დაიწვა.

საირუსმა და ჰემსვორტმა ურთიერთობა 2016 წელს დაიწყეს. 2018 წელს წყვილი დაქორწინდა. 2019 წელს საირუსმა განაცხადა, რომ შორდებიან. რამდენიმე დღეში ჰემსვორტმა განქორწინების საბუთები სასამართლოში შეიტანა. საბოლოოდ წყვილმა განქორწინების პროცედურა ოფიციალურად 2020 წლის იანვარში დაასრულა.

გამოქვეყნებულმა ვიდეო 4 დღეში 36 მილიონზე მეტი ნახვა მოაგროვა.

კომენტარები