მაილი საირუსი

მაილი საირუსი: უკანასკნელი 6 თვეა, ფხიზელი ვარ

Getty Images

ამერიკელი მომღერლის, მაილი საირუსი ამბობს, რომ სახმო იოგების ოპერაციის გაკეთების შემდეგ უკვე 6 თვეა,ფხიზელია.

27 წლის მომღერლის თქმით, მას ამ პერიოდის განმავლობაში ალკოჰოლური სასმელი არ დაულევია და აპირებს, რომ ასე გააგრძელოს.

"მე ფხიზელი ვარ უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში. თავიდან, ამას მხოლოდ ოპერაციის გამო ვაკეთებდი. თუმცა, შემდეგ ბევრი ვიფიქრე დედაჩემზე. ის აყვანილი იყო. მისგან გამომყვა ის გრძნობა, როდესაც გსურს ხალხს დაუმტკიცო, რომ მნიშვნელოვანი ხარ.

ოჯახის ისტორიას გავეცანი, სადაც ძალიან ბევრ დამოკიდებულებასა და მენტალურ პრობლემებს გადავაწყდი. ჩემს თავს ვეკითხებოდი, რატომ ვარ ისეთი, როგორიც ვარ. წარსულის გააზრებით ამწყოსა და მომავლის შესახებ უფრო ბევრს ვიგებთ". – თქვა მაილი საირუსმა.

მომღერალმა სახმო იოგების ოპერაცია 2019 წლის ნოემბერში გაიკეთა. 

ამბობს, რომ ძნელია, როდესაც ახალგაზრდა ხარ და ფხიზელი ცხოვრების წესით ცხოვრობ, რადგან ამ დროს ყველას ჰგონია რომ არ ერთობი.

"ძალიან ძნელია, რადგან ახალგაზრდობისას არსებობს სტიგმა, რომ შენ არ ერთობი. თქვენ შეგიძლიათ დამიძახოთ ძალიან ბევრი რამ, მაგრამ ვიცი, რომ მხიარული ვარ". – თქვა მაილი საირუსმა.

კომენტარები