მაილი საირუსი

მაილი საირუსი: VMA-ს რეჟისორმა სექსისტური კომენტარები გააკეთა

NBC News

ამერიკელმა მომღერალმა უკანასკნელ ინტერვიუში VMA-ის დაჯილდოების შესახებ ილაპარაკა. 

მომღერლის თქმით, შოუს რეჟისორმა არაერთი სექსისტური კომენტარი გააკეთა.

"დაჯილდოებაზე უნდა მემღერა. რაღაც კითხვები მქონდა განათების რეჟისორთან. ე.წ. "ლამაზი შუქით" განათება უნდოდა, რაზეც ვუთხარი, რომ არ მჭირდება. მან კი მიპასუხა რომ ქალებისთვის ასეთი განათება ჯობია. შემდეგ კი დააყოლა: "რატომ გინდა კაცური განათება?". ძალიან შეურაცხყმყოფელი იყო ამ ყველაფრის მოსმენა". – იხსენებს მომღერალი ჯო როგანთან ინტერვიუში.

MTV VMA 2020 გასულ კვირას გაიმართა. დაჯილდოების ტრიუმფატორი ლედი გაგა გახდა, რომელმაც სხვადასხვა კატეგორიაში 5 ჯილდო მოიპოვა. 

კომენტარები