ჩინეთი

ჩინეთის მოსახლეობა 60 წლის განმავლობაში პირველად შემცირდა

გასულ წელს, ჩინეთის მოსახლეობა 60 წლის განმავლობაში პირველად შემცირდა. ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მიხედვით, 2022 წლის ბოლოს, მოსახლეობა 850 000-ით შემცირდა და 1.4 მილიარდს შეადგენს. 

მოსახლეობის რაოდენობასთან ერთად ასევე შემცირდა შობადობა. 2022 წელს ყოველ 1000 ადამიანზე შობადობის მაჩვენებელი 6.77 შეადგენდა, ხოლო 2021 წელს ეს მაჩვენებელი 7.52 იყო. 

2022 წელს ჩინეთში დაახლოებით 9.56 მილიონი ბავშვი დაიბადა, 2021 წელს კი - 10.62 მილიონი.

გაეროს ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2050 წლისთვის ჩინეთის მოსახლეობა 109 მილიონით შემცირდება.

ჩინეთის ეროვნული სტატისტიკის ბიუროს ხელმძღვანელმა, კანგ ი-მ ჟურნალისტებთან თქვა, რომ მოსახლეობის კლება სანერვიულო არ არის, "ვინაიდან მუშახელის რაოდენობა ბაზარზე მოთხოვნას კვლავ აღემატება". 

კომენტარები