ჯანდაცვა

15 თებერვლიდან, აფთიაქები ზედა ზღვარზე ძვირად 1300-ზე მეტ წამალს ვეღარ გაყიდიან

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფარმაცევტული პროდუქტების რეფერენტული ფასების  ჩამონათვალი დამტკიცდა. 

რეფერენტული ფასი, პირველ ეტაპზე, 1300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე დაწესდა. ეტაპობრივად კი სხვა მედიკამენტებზეც განისაზღვრება.

ზღვრული მაქსიმალური ფასები საბითუმო და საცალო რეალიზაციის დონეზე დაწესდა.

სამინისტროს ცნობით, ფარმაცევტულ კომპანიებს, განსაზღვრულ ფასზე ძვირად წამლის გაყიდვა 15 თებერვლიდან აღარ შეეძლებათ. თუმცა, სექტორს ფასების გადახედვისთვის ვადა 31 იანვრამდე აქვს.

თუკი ფარმაცევტული სექტორი რომელიმე მედიკამენტის ფასზე დასაბუთებულ არგუმენტს წარადგენს, სამინისტროში შექმნილი სპეციალური საბჭო აღნიშნულს განიხილავს და ზოგიერთ წამალზე შესაძლოა ფასი დაკორექტირდეს.

რეგულირებას დაქვემდებარებული მედიკამენტების ჩამონათვალი და მაქსიმალური ზღვრული ფასი განთავსებულია აქ:

https://referenceprice.moh.gov.ge/ui/#/mai

კომენტარები