რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიე დაბომბეს, არიან დაშავებულები

16 იანვარს, გამთენიისას რუსებმა ზაპოროჟიე დაბომბეს, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა და ინფრასტრუქტურული ობიექტები განადგურდა. ამის შესახებ ზაპორიჟიეს საკრებულოს მდივანმა, ანატოლი კურტიევმა Telegram-ზე დაწერა.

"სამი ადამიანი გადაიყვანეს საავადმყოფოში. მათ შორის არის ორი, 9 და 15 წლის ბავშვი", - წერს საკრებულოს მდივანი. მისი თქმით, ყველა დაზარალებულს სასწრაფო სამედიცინო დახმარება უტარდება.


მანამდე, 14 იანვარს რუსულმა ძალებმა დნიპრო დაბომბეს, თავდასხმის შედეგად მთლიანად ჩამოინგრა კორპუსის ერთი ნაწილი. რუსეთმა Х-22 ტიპის რაკეტა გამოიყენეს.

დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზრდა, მათ შორის ერთი ბავშვია. თავდასხმის შედეგად 73 ადამიანი, მათ შორის 14 ბავშვი დაშავდა.

კომენტარები