რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სტოლტენბერგი: ომის გადამწყვეტ ფაზაში მნიშვნელოვანია, უკრაინას მივაწოდოთ ის, რაც სჭირდება

იენს სტოლტენბერგი

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, მას აქვს მოლოდინი, რომ უახლოეს მომავალში დასავლეთი უკრაიანას დამატებით იარაღს კიდევ მიაწვდის

"მძიმე საბრძოლო აღჭურვილობის შესახებ ბოლო დაპირებები მნიშვნელოვანია - და მე უახლოეს მომავალში უფრო მეტს ველოდები". - თქვა სტოლტენბერგმა გერმანულ გამოცემა Handelsblatt-სთან ინტერვიუში. 

სტოლტენბერგის სიტყვებით, ამჟამად ომი გადამწყვეტ ფაზაშია, რის გამოც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მოკავშირეებმა კიევს მიაწოდონ ის იარაღი, რომელიც უკრაინელებს გამარჯვებისთვის სჭირდებათ.

იანვრის დასაწყისში საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პირობა დადო, რომ პარიზი კიევს ფრანგულ ჯავშანმანქანებს, ან AMX-10RC ტიპის მსუბუქ ტანკებს გადასცემს.

ზელენსკი: საფრანგეთი უკრაინას AMX-10 ტიპის მსუბუქ ტანკებს გადასცემს

ხოლო 6 იანვარს აშშ-ში გერმანიის ელჩმა, მილი ჰაბერმა თქვა, რომ გერმანია უკრაინას Marder-ის ქვეითთა საბრძოლო მანქანებს და დამატებით Patriot-ის საჰაერო თავდაცვის ბატარეას მიაწვდის. ასევე, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ოფისის ცნობით, ბრიტანეთი უკრაინაში თავის სამხედრო არსენალიდან დამატებით 14 მთავარ საბრძოლო ტანკს გაგზავნის

კომენტარები