რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინი: რუსული სამხედრო ოპერაცია უკრაინაში წარმატებით მიმდინარეობს

ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ უკრაინაში სამხედრო ოპერაცია წარმატებით მიმდინარეობს

“დინამიკა პოზიტიურია და იმედი მაქვს, რომ ჩვენი მებრძოლები კიდევ უფრო გაგვახარებენ თავიანთი ბრძოლის შედეგებით“, - უთხრა პუტინმა სახელმწიფო ტელევიზიას.

რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინაში შეჭრას “აგრესიულ და ამპარტავან დასავლეთთან ეგზისტენციალური ბრძოლა” უწოდა და თქვა, რომ რუსეთი გამოიყენებს ყველა შესაძლო საშუალებას, რათა თავისი ხალხი აგრესორისგან დაიცვას.


13 იანვარს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერთთვიანი ბრძოლის შემდეგ რუსეთი სოლედარს აკონტროლებს. სამინისტროს განცხადებით, სოლედარის კონტროლი რუსეთის ჯარებს საშუალებას მისცემს, უკრაინული ძალები ახლომდებარე ქალაქ ბახმუტიდან განდევნონ. 

ამერიკის ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმა (ISW) რამდენიმე საათით ადრე აღნიშნა, რომ რუსი სამხედროები, სავარაუდოდ, მთლიანად ან უმეტესად აკონტროლებდნენ სოლედარს, თუმცა, მათივე შეფასებით, ეს არ ნიშნავს, რომ რუსები ბახმუტის ალყაში მოქცევას შეძლებენ.  

იქამდე, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ სოლედარში "ცხელი ღამე" იყო, თუმცა ქალაქს უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებდა. 

უკრაინა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

კომენტარები