რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სოლედარში ცხელი ღამე იყო, ქალაქს უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებს – მალიარი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი ამბობს, რომ სოლედარში "ცხელი ღამე" იყო, თუმცა ქალაქს უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებს - მის კომენტარს უკრაინული მედია Unian-ი ავრცელებს

მალიარის თქმით, მტერმა საკუთარი ძირითადი ძალები დონეცკის ოლქის მიმართულებით გადაისროლა, უკრაინელი მებრძოლები კი გაბედულად ცდილობენ ქალაქის დაცვას. 

"ეს ომის რთული ეტაპია, მაგრამ ჩვენ გავიმარჯვებთ. ეჭვგარეშეა". - თქვა მან. 

ამერიკის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ანგარიშის მიხედვით, რუსი ოკუპანტები, სავარაუდოდ, აკონტროლებენ სოლედარის "სრულ თუ არა, უმეტეს ნაწილს". 

ISW აღნიშვს, რომ უკრაინულ უწყებებსა და მაღალჩინოსნებს, წინა დღეებისგან განსხვავებით, 12 იანვარს განცხადება არ გაუვრცელებიათ სოლედარში შეტევების მოგერიებაზე. მათივე შეფასებით, ოკუპანტების მიერ სოლედარის დიდი ნაწილის შესაძლო კონტროლი ოპერატიულად მნიშვნელოვანი არ არის და არ ნიშნავს, რომ ისინი ბახმუტს ალყაში გარდაუვლად მოაქცევენ. 

კომენტარები