რუსეთი-იაპონია

მედვედევმა იაპონიის პრემიერმინისტრს სეპუკუს [ჰარაკირის] ჩატარება "ურჩია"

დმიტრი მედვედევი

რუსეთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა იაპონიის პრემიერმინისტრი, ფუმიო კიშიდა შეერთებული შტატების სამარცხვინო მორჩილებაში დაადანაშაულა და ამ სირცხვილის ჩამოსაწმენდად სეპუკუს [ჰარაკირის] ჩატარება "ურჩია".

მედვედევი Telegram-ზე 13 იანვარს კიშიდასა და აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შორის გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა. შეხვედრის შემდეგ ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს, რომელშიც ნათქვამია

"ჩვენ ცალსახად ვამბობთ, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ბირთვული იარაღის ნებისმიერი სახით გამოყენება კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული მტრული და ყველანაირად გაუმართლებელი აქტი იქნება".

მედვედევის თქმით, აშშ-იაპონიის ერთობლივი განცხადება რუსეთის მიმართ პარანოიას ასახავს და ამასთან, "ღალატობს ასობით ათასი იაპონელის ხსოვნას, რომლებიც ჰიროშიმასა და ნაგასაკის ბირთვულ ცეცხლში დაიწვნენ".

კომენტარები