რუსეთი-იაპონია

რუსეთმა იაპონიის მახლობლად, კურილის კუნძულებზე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა განათავსა

კურილის კუნძულებზე განთავსებული ბასტიონის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ჩრდილოეთ კურილის კუნძულებზე ბასტიონის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები განათავსეს.

ბასტიონის რაკეტების რადიუსი, დაახლოებით, 500 კმ. არის. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში როგორც ამბობენ, სამხედრო ბანაკი კუნძულ პარამუშირზე განათავსეს. მათი თქმით, სამხედრო ინფრასტრუქტურა ერთწლიანი გამოყენებისთვის არის განკუთვნილი. 

საჰაერო თავდაცვის სისტემების განთავსება მოჰყვა იგივე სისტემების კურილის კუნძულების ცენტრში, მატუას კუნძულზე განთავსებას.

იაპონური მხარე ამბობს, რომ რუსეთის სამხედრო აქტიურობას ყურადღებით დააკვირდებიან. 

კურილის კუნძულები, რომლებსაც ტოკიო ჩრდილოეთის ტერიტორიებს უწოდებს, იაპონიისა და რუსეთის სადავო ტერიტორიებია, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ტოკიოსა და მოსკოვს შორის გაუარესებული ურთიერთობების ფონზე, რუსეთმა იაპონიასთან არსებული სამშვიდობო მოლაპარაკებები დატოვა და გაწყვიტა ერთობლივი ეკონომიკური პროექტები, რომლებიც სადავო კურილის კუნძულებს უკავშირდებოდა.

კომენტარები