არჩევნები ენმ-ში

ხაბეიშვილი: ნამდვილი ნაციონალური მოძრაობა დიახ, ლევან ხაბეიშვილს უჭერს მხარს

მე არ მრცხვენია ნაციონალური მოძრაობის წარსულის, გამორიცხულია. მე ყველას პატივს ვცემ და მათ შორის, ვერც ბაჩო ახალაიას მოვიხსენიებ აუგად, არასდროს ვიკადრებ ამას, მითუმეტეს ვანო მერაბიშვილი, რომელიც დღეს ლევან ხაბეიშვილს უჭერს მხარს, ძალიანაც კარგი და დავით კეზერაშვილიც რომ მხარს მიჭერს, ძალიანაც კარგი. სხვათაშორის გენერალი ჯანაშიაც მხარს მიჭერს, გენერალი ჭანკოტაძეც მხარს მიჭერს, დიმა შაშკინიც, პეტრე ცისკარიშვილიც, გიორგი ბოტკოველიც, დავით კირკიტაძეც და ყველა... ნამდვილი ნაციონალური მოძრაობა, ნამდვილი პარტიული ხალხი, ნაციონალური მოძრაობის დამფუძნებლები დიახ, ლევან ხაბეიშვილს უჭერენ მხარს. რომ ვაკვირდები, დღევანდელ ნაციონალურ მოძრაობაში ვიღაცებს ეშინიათ, რომ ნამდვილი ნაციონალური მოძრაობა არ დაბრუნდესო, ხალხო, ახლა უნდა ვებრძოლოთო იმათო, ასე გვინდაო ჩვენო, ოთახებში გვინდაო.

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა ტელეკომპანია პირველის ეთერში.

კომენტარები